გიორგი თორაძის სატელევიზიო მხატვრული ფილმი French Riviera Film Festival-ის ფინალისტია

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, რეჟისორ გიორგი თორაძის სატელევიზიო მხატვრული ფილმი “სარკმელი”, კანის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის (French Riviera Film Festival) ფინალისტია.

ფილმის სცენარზე თენგიზ თხილავამ იმუშავა, ოპერატორია – თეიმურაზ სულაბერიძე, ხოლო მთავარ როლებს ასრულებენ ვერონიკა კალანდარიშვილი და შოთა შანიძე.

ფილმი შემოქმედებითი ადამიანის რთული კრიზისის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც შესაძლოა ერთი მარტივი შეხვედრით მოგვარდეს.