პარაწოლჭიმის მსოფლიო თასზე ქართველმა სპორტსმენებმა მორიგი მედლები მოიპოვეს

თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარაწოლჭიმში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე რამდენიმე მედალი და ევროპის რეკორდია.

საქართველოს ნაკრების წევრმა თემო დადიანმა (65 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა 115 კგ დაძლია და პირველი ადგილი არავის დაუთმო.

აჰმად რაზმაზარი თბილისი 2023-ის გამარჯვებული და კონტინენტის რეკორდსმენი გახდა. შოთა ომარაშვილმა (-80 კგ) კი 160 კგ დააფიქსირა და შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარაწოლჭიმში მესამე დღეს საქართველოს ნაკრების წევრი აკაკი ჯინჭარაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

პარასპორტსმენმა მძიმე წონით კატეგორიაში (+107კგ) 222 კგ. დაძლია და პირველ ადგილზე გავიდა. ამავე წონით კატეგორიაში გიორგი ლაცაბიძემ 217კგ. დააფიქსირა და მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მსოფლიო თასი 29 აპრილს დაიწყო და პირველი მაისის ჩათვლით გრძელდება. თბილისის შეჯიბრება პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშების წინასაკვალიფიკაციო ტურნირია.