29-30 აპრილს საქართველოში პირველად იმართება ევროპის თასი კადეტთა შორის, რომელიც ევროპის ძიუდოს კავშირის ეგიდით ტარდება და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში ჩასათვლელ ქულებს იძლევა. ტურნირი გორში სპორტის სასახლეში ტარდება და მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის 324 წარმომადგენელი იღებს. ევროპის თასი იმართება როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირზე 64 ვაჟი და 54 გოგონა ასპარეზობს.
საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრებმა გორში მიმდინარე ევროპის თასის შეჯიბრების პირველ დღეს შვიდი მედალი მოიპოვა.
ტურნირის ჩემპიონი -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი დულარიძე გახდა. ვერცხლის მედლებს თორნიკე გიგაური (-60 კგ) და გიგი გიუნაშვილი (-66 კგ) დაეუფლნენ. ბრინჯაოს მედლები კი მერაბ სამადაშვილმა (-55 კგ) ბექა დონღვანმა, გიორგი გივიშვილმა (ორივე 66 კგ) და თამარ სუხიაშვილმა (-52 კგ) მოიპოვეს.