ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონელ ტუროპერატორებს მასპინძლობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული კომპანიებისთვის ინფოტურს მართავს. ტურის ფარგლებში საქართველოს 12 პოლონელი ტუროპერატორი ეწვია.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით პოლონელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებსა და  საქართველოს საქმიანი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს B2B ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ, სადაც სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ინფოტურის მონაწილეები თბილისის, კახეთის სასტუმროებსა და  საქმიანი ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას გაეცნობიან.

პოლონელი ტუროპერატორები მცხეთას, წინანდალს, თელავს, ყვარელსა და ლოპოტას ეწვევიან.

„საქართველოში პირველად ვარ,  აღფრთოვანებული ვარ აქაურობით.  ამ შეხვედრის შედეგად უამრავი კონტაქტი მოვიძიეთ.  პოლონელი მოგზაურები ელოდებიან ჩვენს შეთავაზებებს, რადგან მათ სურთ მოინახულონ საქართველო, ზოგმა არ იცის როგორ ჩამოვიდეს საქართველოში და ჩვენ დავეხმარებით, რომ იმოგზაურონ ამ ულამაზესს და უსაფრთხო ქვეყანაში.  საქართველოში ძალიან თბილი ხალხია. ქართველები მოხარულები არიან პოლონეთიდან ტურისტებს უმასპინძლოს“,-ამბობს ანჯელა ვირასიუკი, ტუროპერატორი პოლონეთიდან.

ინფოტური პოლონეთიდან თურქეთის ავიახაზებთან თანამშრომლობით განხორციელდა.