თიკა შელია სწავლას Parson’s School of Design-ში Industrial design MFA პროგრამაზე აგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის პროგრამის კურსდამთავრებული თიკა შელია სწავლას აგრძელებს სამაგისტრო პროგრამაზე ნიუ-იორკში Parson’s School of Design-ში Industrial design MFA პროგრამაზე. მან 75%-იანი დაფინანსება მოიპოვა. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თიკამ რამდენიმე წლის წინ, ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის პროგრამის კიდევ ერთ კურსდამთავრებულთან, ანო ჯიშკარიანთან ერთად, დააფუძნა ინტერდისციპლინური დიზაინ-სტუდიო, სადაც იქმნება ინსტალაციის, ავეჯის და ინტერიერის მრავალფეროვანი დიზაინი.

მიუხედავად იმისა, რომ სტუდიოს არაერთი წარმატებული პროექტი აქვს უკვე განხორციელებული საქართველოში, თიკამ მაინც გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება სამაგისტრო პროგრამაზე ნიუ-იორკის პარსონის დიზაინის სკოლაში, ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით, რათა კიდევ უფრო გაიღრმაოს ცოდნა ამ მიმართულებით.