მინი ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირს ბაქო უმასპინძლებს

1-6 მაისს, მინი ფეხბურთში ჰეიდარ ალიევის 100-წლის იუბილესთან დაკავშირებულ საერთაშორისო ტურნირს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს.

ბაქოს საერთაშორისო ტურნირში სპეციალური მიწვევით საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: აზერბაიჯანის, ჩეხეთის, სამხრეთ აფრიკის, საფრანგეთის, იტალიის, ყაზახეთის, სერბეთის, თურქეთის და უკრაინის ეროვნული ნაკრები.

საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრები ემზადება მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატისთვის, რომელსაც არაბეთის გაერთიანებული საამიროების რას ალ ხაიმის შტატი, მიმდინარე წლის 26 ოქტომბრიდან, 4 ნორმების ჩათვლით უმასპინძლებს.საა