საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ხომალდების რაოდენობას ოთხამდე გაზრდის.
ავიაკომპანია ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირ რეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.
ასევე, მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში, გაიზრდება სიხშირეები ოთხი სხვადასხვა მიმართულებით.