27 აპრილს, 19:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში, სტენფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენლების საჯარო დისკუსია “Global Fight for Democracy and Georgia” გაიმართება.
საჯარო დისკუსიის სპიკერები იქნებიან:
– ფრენსის ფუკუიამა – პროფესორი, წამყვანი მკვლევარი, Freeman Spogli Institute (FSI) for International Studies, Stanford University
– კეტრინ სტონერი – პროფესორი, დირექტორი, Center on Democracy, Development, and the Rule of Law (CDDRL), Stanford University
– ერიკ ჯენსენი – პროფესორი, დირექტორი, Rule of Law Program at Stanford Law School
– როჯერ ლიდსი – პროფესორი, Johns Hopkins School of Advanced International Studies (SAIS)
ფრენსის ფუკუიამა და ერიკ ჯენსენი არიან თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორები.
დისკუსიის ბოლოს მსურველებს საჩუქრად გადაეცემათ ფუკუიამას ქართულად ნათარგმნი წიგნი „ლიბერალიზმი და მისით უკმაყოფილონი“.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: თავისუფალი უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, Stanford University’s Center on Democracy, Development and the Rule of Law (CDDRL).
დასწრება თავისუფალია.