პირველად საქართველოს კარატეს ისტორიაში, საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის მთავარი მსაჯი თათი მელუა ევროპულ თამაშებზე იმსაჯებს.
ევროპის კარატეს ფედერაციის გადაწყვეტილებით, თათი მოხვდა იმ 22 მსაჯში, ვინც უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებაზე იმსაჯებს.
შეგახსენებთ, რომ თათი დღევანდელი დღის მონაცემებით მსოფლიოს მსაჯთა რეიტინგში მეოთხე ადგილზეა. ხოლო ევროპის მსაჯთა რეიტინგში კი მეორე ადგილზე.