ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
აკვრაში ლაშამ 252 კილოგრამი დააფიქსირა და ამ დისციპლინაშიც ოქროს მედალი მოიპოვა.
ორჭიდის ჯამში ლაშამ 474 კილოგრამი დააფიქსირა და კარიერაში მეშვიდედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.
ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ირაკლი ჩხეიძემ (102 კგ.) იასპარეზა.
ჩხეიძემ აკვრაში თავი 207 / 214/ კგ,. დაძლია და ოქროს მედლით ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო ორჭიდის ჯამში მოგროვილი 387 კილოგრამით კი ვერცხლს დაეუფლა.
ასევე, ქართველი ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.
აკვრაში გოტფრიდმა 135 კილოგრამი დაძლია და ვერცხლს დაეუფლა.
ორჭიდის ჯამში ანასტასია გოტფრიდმა 252 კილოგრამი დააფიქსირა და ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.