𝗪𝗶𝗻𝗴𝘀 𝗳𝗼𝗿 𝗟𝗶𝗳𝗲 𝗪𝗼𝗿𝗹𝗱 𝗥𝘂𝗻 კახეთში ბრუნდება

𝟳 მაისს, 𝟭𝟱:𝟬𝟬 საათზე საქართველო კვლავ ირბენს მსოფლიოსთან ერთად.

ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო გარბენი, კახეთში, ფინიშის მანქანის თანხლებით, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ, უკვე მეათედ აიღებს სტარტს.

რეგისტრაცია სრულდება 𝟰 მაისს, 𝟭𝟱:𝟬𝟬 საათზე.

“მონაწილეობა შეუძლია ყველას, 𝟭𝟴 წლის ზევით სპორტსმენსა თუ მოყვარულ მორბენალს, ეტლით მოსარგებლეს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ორგანიზაციის სახელით.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რბენაში მონაწილეობა აპლიკაციითაც არის შესაძლებელი, თქვენ მახლობლად სასურველ ლოკაციაზე, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, სპორტულ გუნდებთან და კოლეგებთან ერთად.

𝗪𝗶𝗻𝗴𝘀 𝗳𝗼𝗿 𝗟𝗶𝗳𝗲 𝗪𝗼𝗿𝗹𝗱 𝗥𝘂𝗻-ს არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი. მონაწილეების განვლილ მანძილს აღრიცხავს მოძრავი ფინიშის მანქანა, რომელიც სტარტიდან 𝟯𝟬 წუთის შემდეგ დაიძრება. მონაწილე რბენას ასრულებს მაშინ, როცა ფინიშის მანქანა მას გაასწრებს.

რეგისტრაციის საფასურის 𝟭𝟬𝟬% ირიცხება ზურგის ტვინის დაზიანების კვლევით ფონდში”, – ნათქვამია Wings for Life World Run-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეათე საიუბილეო გარბენი კახეთში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით ტარდება.