პირველად, 21 წლის შემდეგ, ლუკა კილაძე – მსოფლიო ჩემპიონია და პირველად, 12 წლის შემდეგ ანასტასია კირთაძე – მსოფლიო ჩემპიონია!
ლუკამ, 9-იდან 7 ქულით გაიმარჯვა როდოსზე მიმდინარე მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის!
აღსანიშნავია, რომ 2002 წლის შემდეგ პირველად გახდა ქართველი მოჭადრაკე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ჭაბუკთა შორის!
ქართველი ჩემპიონის მწვრთნელები: საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა და საერთაშორისო ოსტატი დავით ზარქუა!
ანასტასიამ, 9-იდან 7,5 ქულით დამაჯერებლად გაიმარჯვა როდოსზე მიმდინარე მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის!
ქართველი მოზარდის მწვრთნელი – საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძე გახლავთ!
აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ პირველად გახდა ქართველი მოჭადრაკე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული!