ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლერი აბულაძე ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში აზერბაიჯანელი ტალეჰ მამადოვი (5:1) დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ლერი აბულაძემ ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.
ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ნუგზარ წურწუმიამ, ლაშა გობაძემ და იაკობ ქაჯაიამ. სამივე მათგანი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.