ირმა ხეცურიანი საფრანგეთის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია

ეტლით ფარიკაობაში საფრანგეთში  მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში  ნახევარფინალში ჩინელი მოწინააღმდეგე  დაამარცხა ანგარიშით 15:2, ფინალურ ასპარეზობაში ტაილანდელ  საისუნ იანას  მოუგო 15:12 და ოქროს მედლის  მფლობელი გახდა.

საფრანგეთში მიმდინარე  მსოფლიო თასის  გათამაშებაზე ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი განაგრძობენ ბრძოლას მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად.