თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო მიმართულების სტუდენტმა ირაკლი გოგიბერიძემ, მოსმენის შედეგად, იტალიაში, კასტელნუოვო დე ფარფაში დაგეგმილი პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის და ფესტივალში მონაწილეობის სრული დაფინანსება მოიპოვა.
ფესტივალის ფარგლებში იგი დაესწრება მასტერკლასებს და მონაწილეობას მიიღებს კონცერტებში.
ღონისძიებები 16 და 22 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
ირაკლი კონკურსის D კატეგორიაში გამოვა, რომელიც ორ ტურად ჩატარდება.