ივანე ყულჯანიშვილი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის აბუ-დაბის კამპუსში ჩაირიცხა

სკოლა-პანსიონი კომაროვის მეთორმეტე კლასის მოსწავლეს – ივანე ყულჯანიშვილი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის აბუ-დაბის კამპუსში (NYU Abu Dhabi) ჩაირიცხა და სწავლას სრული დაფინანსებით კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე გააგრძელებს.

ივანეს არაერთი აკადემიური წარმატებისთვის მიუღწევია. მისი წარმატებების სია ასე გამოიყურება:

2023 წელს მათემატიკაში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ერთ-ერთი გამარჯვებული და 2022, 2021 და 2020 წლების ფინალისტი.

ამერიკულ გამოცდა SAT-ზე აიღო 1530 ქულა.

2022 წლის ჟაუტიკოვის ოლიმპიადის მონაწილე.

2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ოლიმპიადის, Mvector-ის, ფინალისტი.

2021 წელს კომაროვის სკოლის მათემატიკის ჩემპიონატის გრიგოლ წულაიას ლიგის მესამე ადგილოსანი.

თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ოლიმპიადის, “ედისონის ლიგა”, მეექვსე ადგილოსანი გუნდის წევრი.

ივანე არაერთ აქტივობაშია ჩართული:

მონაწილეობდა LeaguesOfCode-ს პროგრამირების საზაფხულო ბანაკში.

გაეროს მოდელირების კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი.

სკოლის გაეროს მოდელირების გუნდის წევრი, მონაწილეობა მიიღო რუმინეთში გამართული გაეროს მოდელირების კონფერენცია Cosbuc MUN-ში.

სპორტული თემატიკის “რა? სად? როდის?”-ის ორგანიზატორი.

EducationUSA-ს ლიდერთა აკადემიის CCC(Competitive College Club)-ის წევრი.

Anti-Violence Network of Georgia-ში (ძალადობის საწინააღმდეგო ქსელი საქართველოში) მოხალისე, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარებს ოფისის პროგრამების მოხმარებას ასწავლიდა.