ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. ქართველი სპორტსმენი ფინალურ შეხვედრაში თურქ ტაჰა აკგულთან დამარცხდა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში, 39 ქვეყნის ნაკრებს შორის, მხოლოდ აზერბაიჯანს ჩამორჩა.
ევროპის ჩემპიონი – გივი მაჭარაშვილი (97 კგ)
ვერცხლი – გენო პეტრიაშვილი (125 კგ)
ბრინჯაო – შოთა ფარტენაძე (61 კგ)
ბრინჯაო – ედემ ბოლქვაძე (65 კგ)
ბრინჯაო – ავთანდილ კენჭაძე (74 კგ)
ბრინჯაო – მირიან მაისურაძე (92 კგ)