ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ბერლინში, კინოთეატრ „არსენალში“ ელდარ შენგელაიას ფილმების ჩვენება გაიმართა.
ღონისძიება გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.
„არსენალში“ აჩვენეს შემდეგი ფილმები:
- „თეთრი ქარავანი“
- „შერეკილები“
- „ცისფერი მთები“
- „მრავალჟამიერ“
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი ელდარ შენგელაიას შემოქმედებიდან – „თეთრის ქარავანი“ აუდიტორიას ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა, დიტო ცინცაძემ წარუდგინა.