დავით ლორიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

ქართველი სამბისტი დავით ლორიაშვილი ისრაელის ქალაქ ჰაიფაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანია.

98 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ფინალური ორთაბრძოლა სომეხ არსენ ხანჯიანთან დათმო.