ელენე ქებაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ქართველი სამბისტი ელენე ქებაძე (+80 კგ) ისრაელის ქალაქ ჰაიფაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანია.

სპორტსმენმა საქართველოს სამბისტთა ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.