ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მოგამედხან მაგომედოვი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ანგარიშით 4:3.
პირველი მედალი ტურნირზე კი ედემ ბოლქვაძემ მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ედემ ბოლქვაძემ (65 კგ) რუმინელი სპორტსმენი სტეფან კომანი დაამარცხა და მესამე ადგილი დაიკავა.
დღეს, შეჯიბრების დასკვნით დღეს, ფინალურ ბლოკში ოთხ ქართველს ვიხილავთ. ოქროს მედლისთვის გენო პეტრიაშვილი იჭიდავებს (125 კგ). ბრინჯაოსთვის კი შოთა ფერტენაძე (61კგ), ავთანდილ კენჭაძე (74კგ) და მირიან მაისურაძე (92კგ) იბრძოლებენ.