ელენე რამინაშვილი სწავლას ბრიუგეში, College of Europe-ში აგრძელებს

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული ელენე რამინაშვილი, ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სრული დაფინანსებითა და სტიპენდიით, სექტემბრიდან სწავლას აგრძელებს ბრიუგეში, College of Europe-ში, ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამაზე. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელენე საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში ევროატლანტიკური მიმართულებით სწავლობდა, ხოლო მაინორ პროგრამად არაბული ენა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ჰქონდა არჩეული.