კესარია მგელაძემ ტურნირზე “Offene NRW-Einzelmeisterschaft 2023” წარმატებით იასპარეზა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა თანატოლებს შორის, კესარია მგელაძემ გერმანიაში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე “Offene NRW-Einzelmeisterschaft 2023” წარმატებით იასპარეზა.

კესარიამ, 9-იდან 5,5 ქულა დააგროვა,  ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და  44 ქულა შემატა საკუთარ რეიტინგს.