თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას ახალი პარტნიორი ჰყავს ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში.
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა იტალიაში, ა. კორელის სახელობის სახელმწიფო კონესვატორიასთან მესინაში.
ა. კორელის სახელობის სახელმწიფო კონესვატორია ევროპის კონსერვატორიების ასოციაციის წევრია.
ასევე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა დომინიკელთა რესპუბლიკაში, პედრო ენრიკეზ ურენიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე მუსიკის საერთაშორისო სასწავლებელთან.