ინოლა კახიანმა ტარტუს საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ესტონეთის ქალაქ ტარტუში 2023 წლის 8 აპრილს ჩატარდა საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი ბოლდერინგში, სადაც მესტიის გუნდი მონაწილეობდა.

10 წლამდე გოგონების კატეგორიაში ჩვენმა სპორტსმენმა – ინოლა კახიანმა დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი, რაც უდიდესი წარმატებაა.