პოლონეთში ქართული დიასპორის ინფორმაციით, პოლონეთში ქართული ინტერნეტტელევიზია (GPTV) დაფუძნდა. ტელევიზია ქართველი ემიგრანტების მხარდასაჭერად შეიქმნა.
ტელევიზია გააშუქებს და მაყურებელს მიაწვდის ინფორმაციებს მიმდინარე მოვლენების, პოლონეთში მცხოვრები ქართველების, ქართულ-პოლონური ურთიერთობებისა და პროექტების, ემიგრანტების უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ. გააცნობს პოლონურ კანონმდებლობას სხვადასხვა მიმართულებით, რაც დაეხმარებათ ამ ქვეყანაში ადაპტაციაში.
ტელევიზია და მისი დამფუძნებელი “გორდა-ჯგუფი” მიიჩნევს, რომ ჩვენი თანამემამულეებისათვის უმნიშვნელოვანესია დედაეკლესიის წიაღში რწმენის და მართლმადიდებლობის გაძლიერება-განმტკიცება. ამიტომ სატელევიზიო ბადეში მნიშვნელოვანი დრო დაეთმობა “მოძღვრის საათს”.
„გადაცემის ეთერში გასვლის დროს შესაძლებლობა გექნებათ კითხვა-პასუხის რეჟიმშიც დაუსვათ კითხვები მოწვეულ სტუმრებს…
შემოგვიერთდით…გავერთიანდეთ და ერთად ვაკეთოთ ქართული საქმე. გაგვიზიარეთ, მოგვწერეთ თქვენი აზრი. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ❣️
დასვით კითხვები, ვეცდებით უმოკლეს დროში გიპასუხოთ და შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმაროთ“, – ნათქვამია პოლონეთში ქართული ინტერნეტტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.