ნუცა ბუზალაძე წარმატებით აგრძელებს გამოსვლას ამერიკულ მეგაპროექტში „American Idol“. გუშინდელი შთამბეჭდავი შესრულების შემდეგ ის TOP 24 მონაწილეს შორის მოხვდა. ჟიური და დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ისინი ფეხზე წამომდგარი უკრავდნენ ტაშს.
„ტოპ 24 ამერიკის ვარსკვლავში!!! არ მჯეროდა, რთული გზა გავიარე აქამდე , განსაკუთრებით როცა ერთადერთი უცხოელი ხარ პროექტში… მაგრამ წინ ბევრი მაგარი გამოსვლა გველოდება🧡🧡🧡🫂🫂🫂მიყვარხართ ძალიან! – წერს ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში.
„ნუცა, ჩვენ არ გადაგიყვანეთ ტოპ 24-ში. შენი საოცარი ხმით და ვოკალით შენი თავი შენ თვითონვე გადაიყვანე ტოპ 24-ში. გილოცავთ! შენ ტოპ 24-ში ხარ!”, – უთხრა კეტი პერიმ ნუცა ბუზალაძეს.