2023 წლის 4 აპრილს, საფრანგეთის ზღვის იქითა ტერიტორიების მეცნიერებათა აკადემიაში, საქართველოს საელჩოსა და ფრანგული რენესანსის თანამშრომლობითა და კომპანია „სილქნეტის“ ხელშეწყობით, გაიმართა დათო მაღრაძის წიგნის “ბარაქიანი მიწა”, გამომცემლობა „Les Cygnes“-ის მიერ გამოცემული ფრანგული თარგმანის პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, გამომცემლები, ლიტერატორები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.