კერძო კოლექციონერის არქივში ილია ჭავჭავაძის უნიკალური ხელნაწერი აღმოჩნდა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კერძო კოლექციონერის არქივში ილია ჭავჭავაძის უნიკალური ხელნაწერი აღმოაჩინა და შეიძინა.

„ეს წერილი აქამდე დაკარგულად ითვლებოდა – მის გამოქვეყნებას ილია 1866 წელს აპირებდა, მაგრამ ცენზურამ აუკრძალა. ტექსტი მოგვიანებით, უკვე შეცვლილი ფორმით დაიბეჭდა.

ხელნაწერი ეროვნული ბიბლიოთეკის პრესის მუზეუმში დაიდებს ბინას.

შეუფასებელია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების ხელმძღვანელის, ლევან თაქთაქიშვილის წვლილი ამ ისტორიულ საქმეში“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.