ნიქოზიის ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე აღინიშნეს

1990 წლიდან, 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, 2 აპრილს, ქ. ნიქოზიის ქართული საკვირაო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო კვიპროსში.

მათივე ცნობით, მოსწავლეებმა ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, წაიკითხეს ქართული ლექსები და შეასრულეს სიმღერები.