ქართველი ძალოსანი ირაკლი ვეკუა ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 135/139/.141 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ვეკუამ აკვრაში 171/175/179/ კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ასევე კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 320 კილოგრამითაც.