ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 81 კგ. წონით კატეგორიაში მარიამ მურღვლიანმა იასპარეზა.
ქალ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით მურღვლიანმა ატაცში 95/99/102 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
იგივე სინჯის მედალი მოიპოვა აკვრაში დაძლეული 116/121/127 კილოგრამითაც, ხოლო ორჭიდში მოპოვებული 229 კილოგრამით კი მესამე ვერცხლისა და ვიცეჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.
გარდა ამისა, მარიამმა საქართველოს სარეკორდო ზღვარი ატაცში 22, აკვრაში 27, ხოლო ორჭიდში 49 კილოგრამით გააუმჯობესა.