ანნა ძიაპშიპას დოკუმენტური ფილმის „ავტოპორტრეტი ზღვარზე“ მსოფლიო პრემიერა კინოფესტივალზე ”Visions du Réel” გაიმართება.
ფილმის შთაგონება, რომელიც უნიკალურ საარქივო მასალას მოიცავს, რეჟისორის ქართულ-აფხაზური ოჯახის ბიოგრაფია გახდა.
„ავტოპორტრეტი ზღვარზე“ შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
ფილმის ჩვენებები ფესტივალზე 24 და 26 აპრილს შედგება.
“Visions du Rée” დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ნიონში 1969 წლიდან იმართება.