პირველად ქართული კარატეს ისტორიაში, საქართველოს ნაკრების ორმა სპორტსმენმა ევროპის თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
- ხვიჩა კიპაროიძე -84კგ. წონითი კატეგორია.
- გოგიტა არქანია +84 კგ. წონითი კატეგორია.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კიპაროიძე არის -84 კგ. წონით კატეგორიაში რეიტინგის მე-6 ნომერი. ხოლო გოგიტა არქანია არის +84 კგ. წონით კატეგორიაში რეიტინგის მე-2 ნომერი. გოგიტა არქანია 2019 წლის მინსკის ევროპის თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია.
2023 წლის ევროპის თამაშებზე 34 ქვეყნის 96 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ ლიცენზიის მოპოვების ციკლი 2 წელი გრძელდება და თითო კატეგორიაში მხოლოდ 8 საუკეთესო სპორტსმენია დაშვებული.
2023 წლის ევროპის თამაშები 22-23 ივნისს პოლონეთში ჩატარდება.