2023 წლის 17-19 მარტს, ქ. პრაღაში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენის – „HOLIDAY WORLD & REGION WORLD 2023“ ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული კუთხე, სადაც ვიზიტორებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში ახალი ტურისტული მიმართულებების შესახებ.
გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
გამოფენას, რომელსაც ჩეხეთის დედაქალაქი 17-დან 19 მარტის ჩათვლით მასპინძლობდა, ყოველწლიურად 18 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.