ევროპის თასზე კადეტთა შორის საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 6 მედალი მოიპოვეს

ზაგრებში გამართულ ევროპის თასზე კადეტთა შორის საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის გამარჯვებულები თორნიკე გიგაური (-60კგ) და შოთიკო გოჩიაშვილი (+90კგ) გახდნენ.

ვერცხლის მედლებს შოთა ბაჩოშვილი (-50კგ) და საბა გველესიანი (-90კგ) დაეუფლნენ.

ბრინჯაოს მედლები გიორგი დულარიძემ (-66კგ) და ნიკოლოზ ზაალიშვილმა (+90კგ) მოიპოვეს.