ინდოეთში ქართული თეატრის კვირეული მიმდინარეობს, სადაც 4 ქართული თეატრი 4 სპექტაკლს ითამაშებს. კვირეულის მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.
ქართულ თეატრალურ კვირეული თავისუფალმა თეატრმა გახსნა ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლით “ხომ ხოცავენ ამ ქანცგაწყვეტილ ცხენებს”.
“მზის ხაზი”, “დედაომი” და “სამხეცე” კი ის სპექტაკლებია, რომელსაც ათონელის, ოზუგეთისა და ცხინვალის თეატრები ინდოეთში ფესტივალის ფარგლებში 1 კვირის განმავლობაში წარმოადგენენ.
ორი ქვეყნის კულტურების დაახლოებაზე აქტიურად მუშაობს ფესტივალის ორგანიზატორი დარისპან პრაშერი. ის იმედს გამოთქვამს, რომ ინდური აუდიტორიაც ისევე შეიყვარებს ქართულ სპექტაკლებს, როგორც სხვა ქვეყნები.
ქართული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი ინდოეთში წელს პირველად, საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. თეატრალური ფორუმი 12-იდან 17 მარტის ჩათვლით, აგრასა და ჯაიპურში თეატრის მოყვარულებს უმასპინძლებს.