დღეს, 12 მარტს, ლას ვეგასში, UFC 221-ზე მერაბ დვალიშვილი დივიზონის ყოფილ ჩემპიონს, რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა.
ბრძოლა მერაბ დვალიშვილის უპირატესობით წარიმართა და ხუთი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და ხუთივე რაუნდში დვალიშვილის უპირატესობა აშკარა იყო. მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მერაბმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დამაჯერებლად დაამარცხა.
„ეს ჩემთვის ძალიან პრინციპული და პირადი ბრძოლა იყო. დიდება უკრაინას, დიდებას საქართველოს, დიდება თავისუფლებას, შეწვიტეთ ომი!“, – თქვა მერაბ დვალიშვილმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ.
ეს შეხვედრა განსაკუთრებით საყურადღებო იყო, რადგან მერაბს იანთან გამარჯვების შემდეგ, ჩემპიონის ქამარს ერთი ნაბიჯი აშორებს.