ნიჭიერი ქართველი მსახიობი ბექა ლემონჯავა სტუდია Amazon-ის სერიალში გადაიღეს. „კვალის გარეშე“ ასე ჰქვია ახალ კრიმინალურ კომედიას, რომელიც 2 ახალგაზრდა გოგონას თავგადასავალზე მოგვითხრობს. ერთი მათგანი მექსიკელი ემიგრანტია, მეორე კი ბოშა, ისინი მდიდრების უბანში დამლაგებლებად მუშაობენ და ერთ დღეს აღმოაჩენენ, რომ დანაშაულის ადგილი დაალაგეს და მთავარი ეჭვმიტანილები გახდნენ. თუ როგორ დასრულდება ეს ამბავი 17 მარტს გავიგებთ როდესაც სერიალი გამოქვეყნდება.
ბექა ლემონჯავას გარდა ამ ფილმში მთავარ როლებს ესპანური კინოს ისეთი ვარსკვლავები ასრულებენ, როგორებიც არიან კაროლინა იუსტე, სილვია ალონსო და კამილა სოდი.