ტყვიის სროლაში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტალინის ევროპის ჩემპიონატი ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ჩვენმა სპორტსმენებმა მედლები მოიპოვეს როგორც შერეულ წყვილებში, ისე გოგონათა გუნდურში და პირად პირველობაში.
შერეულ წყვილებში 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს მარიამ ფროდიაშვილის და იოანე ხვარეშიას და მარიამ აბრამიშვილის და გიორგი მუმლაძის შერეულმა წყვილებმა.
სალომე ფროდიაშვილი პირად პირველობაში გავიდა მესამე ადგილზე.
გუნდურში ასეთივე შედეგს მიაღწია მარიამ და სალომე ფროდიაშვილების და მარიამ აბრამიშვილის სამეულმა, რომელმაც 17:9 დაამარცხა უკრაინა.