ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, უცხოპლანეტელი მზარეული ფრენცი, რომელიც ანა ჩუბინიძის ანიმაციური ფილმის გმირია, საერთაშორისო კინოფესტივალებზე მოგზაურობას განაგრძობს.
ამჯერად “ფენცის სასადილო” ამერიკასა (Providence Children’s Film Festival) და კანადაში (Carrousel international du film de Rimouski) დააჯილდოვეს. ქართულ ანიმაციას უკვე 19 საერთაშორისო ჯილდო აქვს.
ფილმი შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და იგი საქართველო-საფრანგეთის კოპროდუქციაა.