ზაგრებსა (ხორვატია) და პოდგორიცაში (მონტენეგრო) მიმდინარე წყალბურთელ ვაჟთა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ტურის შეხვედრა ჩაატარა და ავსტრალიის ნაკრები ბოლო წამებზე 13:12 დაამარცხა.
ჩვენმა წყალბურთელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვეს, რომელიც 7:4 მოიგეს და საბოლოოდ შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს – 13:12.
ორი ტურის შემდეგ დეიან სტანოიევიჩის გუნდს ერთი მოგება და ერთი წაგება აქვს – პირველ ტურში ქართველი წყალბურთელები მონტენეგროსთან 12:13 დამარცხდნენ.
შეგახსენეთ, რომ ფინალური ეტაპის საგზურისთვის 12 ნაკრები იბრძვის. გუნდები წრიული სისტემით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, 3-3 საუკეთესო კი ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
A ჯგუფი: იტალია, იაპონია, ხორვატია, უნგრეთი, საფრანგეთი, აშშ.
B ჯგუფი: სერბეთი, საბერძნეთი, საქართველო, ავსტრალია, ესპანეთი, მონტენეგრო.
საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი:
10 მარტი: 20:30 ესპანეთი – საქართველო
13 მარტი: 20:30 საბერძნეთი – საქართველო
14 მარტი: 20:30 საქართველო – სერბეთი