“წვეთ-წვეთად” ასე ჰქვია კონცერტს, რომელიც 11 მარტს კიევში გაიმართება. კიევის კამერულ ორკესტრს ავსტრიაში მცხოვრები ქართველი დირიჟორი მიხეილ მენაბდე უდირიჟორებს.
ომის დაწყების შემდეგ ეს მისი მეორე ვიზიტია უკრაინაში. მისი ცხოვრება მჭიდროდაა დაკავშირებული უკრაინასთან, მან დაამთავრა კიევის კონსერვატორია, რომან კოფმანის კლასი და აქვე შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს და დაოჯახდა. მიხეილ მენაბდემ 10 წელი იცხოვრა უკრაინაში, 2017 წლიდან კი საცხოვრებლად ავსტრიაში გადავიდა.
კონცერტის პროგრამა მოიცავს ორ პრემიერას: უკრაინელი-ჰოლანდიელი კომპოზიტორის მაქსიმ შალიგინის ნაწარმოებს “წვეთ-წვეთად” და ოლეგ ბეზბოროდკოს “კომოსი 2022″-ს. შალიგინმა თავისი ნაწარმოები ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაწერა, ხოლო”Commos 2022” ბეზბოროდკომ დაწერა 2022 წლის 14 ივლისს ვინიცაში ოფიცერთა სახლზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ.
„ყოველი ნაწარმოები, რომელიც ნაციონალური ფილარმონიის სვეტებიან დარბაზში გაჟღერდება, ასახავს ადამიანის სულიერ მდგომარეობას – სევდას, სილამაზეს, სიყვარულს, მწუხარებას, გამოუვალ მდგომარეობას და იმედს“ – განაცხადა მიხეილ მენაბდემ.