მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ქართულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის „პალიტრა L” მიერ გამოიცა ჩარლზ ბუკოვსკის „ბუტერბროდი ჭვავის პურით“.
მთარგმნელი: ზაალ ჩხეიძე.
„ბუტერბროდი ჭვავის პურით“ ბუკოვსკის მეოთხე რომანია, რომელიც პირველად 1982 წელს გამოიცა. წიგნი ავტობიოგრაფიული პერსონაჟის, ჰენრი ჩინასკის ბავშვობისა და მოზარდობის შესახებაა და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ამბებსა და განცდებზე მოგვითხრობს.