საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ხმლით ფარიკაობაში მორიგ წარმატებას მიაღწია – პადუაში (იტალია), Trofeo Luxardo-ის მსოფლიო თასი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა თავდაპირველად უნგრელი გერგო ჰორვატი დაამარცხა (15-13), შემდეგ კი მისი თანამემამულე ტამაშ დეჩი (15-11) და კორეელი გიეონდონ დო (15-14); სანდრომ მეოთხედფინალში მოუგო გერმანელ მატიაშ საბოს (15-14). აღსანიშნავია, რომ გამოცდილ გერმანელთან შეხვედრაში, როდესაც მეტოქეს 5-14 ჩამორჩებოდა, ბაზაძემ ზედიზედ 10 ქულა აიღო და ამ მოგებით მესამე ადგილი დაიბევა..
ქართველი მოფარიკავე ახლოს იყო ფინალთან, მაგრამ მასპინძელ მიკელე გალოსთან 14-15 დამარცხდა და მსოფლიო თასი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.