Native Racha-ს საზოგადოებისთვის კიდევ ერთი გემრიელი სიახლე აქვს. სწრაფი კვების მიმართულებას Native Racha-ს მორიგი ცხელი დაფები დაემატა. ასორტიმენტი საკმაოდ დიდია: კანჭი, ქართული ღორის ხორცის ჩალაღაჯი, რაჭული ლორი, სვანური ლორი ხამიში და 4 სახის კუპატის სახეობისგან დამზადებული დაფები.
აღსანიშნავია, რომ დაფები Native Racha-ს სხვადასხვა პროდუქციისგან ადგილზე, “ბაზარი ორბელიანზე” მზადდება. ამიერიდან მომხმარებელს შეეძლება Native Racha-ს ბრენდულ სივრცეში შეიძინოს მისთვის საყვარელი ქართული კომპანიის ახალი პროდუქტი, რომელიც სწრაფი კვების კულტურასა და ჯანსაღ, ნატურალურ საკვებს ერთ პროდუქტში აერთიანებს.
„მოხარულები ვართ, რომ Native Racha არ წყვეტს განვითარებას და ჩვენი მომხმარებლისთვის კიდევ ერთი გემრიელი სიახლე გვაქვს, ახლა უკვე ცხელი დაფები, რაც გულისხმობს ჩვენი პროდუქციის სრული ასორტიმენტის ადგილზე დაგემოვნებას – აცხადებს Native Racha-ს გენერალური მენეჯერი პაატა ბაბლუანი. როგორც კომპანიის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი ნათია გოგობერიშვილი აღნიშნავს, ქართული სწრაფი კვების ობიექტის გახსნის სურვილი თავად მომხმარებლებისგან წამოვიდა. “საბედნიეროდ, მომხმარებლების ინტერესი Native Racha-ს პროდუქტებისადმი ყოველდღიურად იზრდება და გულსართიანების შემდეგ შევეცადეთ სრული ასორტიმენტი გადმოგვეცა ჩვენი მომხმარებლისთვის ახლა უკვე დაფების სახით, რათა მომხმარებლებს ადგილზე შეძლებოდათ ჩვენი პროდუქციის დაგემოვნება და შთაბეჭდილებების გაზიარება,”-აღნიშნავს ნათია გოგობერიშვილი. შეგახსენებთ, რომ Native Racha ქართულ ბაზარზე 3 წელზე მეტია პოზიციონირებს და უკვე 25 მეტ პრემიუმ ხარისხის პროდუქციას აწარმოებს.