ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

2023 წლის 13 მარტს, ქ. ბეერ-შევაში, საქართველოს მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურების ადგილზე გაწევის მიზნით, საკონსულო ოლქის შემოვლა იგეგმება.

საკონსულო მომსახურება განხორციელდება 13 მარტს 10 სთ-დან 17 სთ-მდე (შესვენება 13 სთ -იდან – 14 სთ-მდე), მისამართზე – 32 Mivtsa Uvda, Be’er Sheva.

წარსადგენი დოკუმენტები:

  • პირადობის ელექტრონული მოწმობა;

1) ერთი ფოტო სურათი 3/4;

2) საფასურის გადახდის (107.45 შეკელი) დამადასტურებელი დოკუმენტი.

  • პასპორტი სრულწლოვანისთვის

1) ერთი ფოტო სურათი 3/4;

2) საფასურის გადახდის (179.09 შეკელი) დამადასტურებელი დოკუმენტი.

  • პასპორტი არასრულწლოვანთათვის

1) ერთი ფოტო სურათი 3/4;

2) საფასურის გადახდის (89.54 შეკელი) დამადასტურებელი დოკუმენტი;

3) დაბადების მოწმობა. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი დაბადებულია ისრაელის სახელმწიფოში, დაბადების მოწმობა უნდა იქნეს დამოწმებული აპოსტილის წესით, ნათარგმნი ქართულ ენაზე და თარგმანიც დამოწმებულ უნდა იქნეს ასევე აპოსტილის წესით (დოკუმენტის ორიგინალი და ასლი).

4) 16 წლამდე არასრულწლოვნის შემთხვევაში, სავალდებულოა ორივე მშობლის გამოცხადება, ხოლო 16 წლიდან საკმარისია ერთი მშობლის მოსვლა.

5) მშობლების მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობა ან პასპორტი. დოკუმენტის ორიგინალი და ასლი).

  • მოქალაქეობის საკითხები – გამონაკლისი წესით მინიჭება, შენარჩუნება, აღდგენის წესით მინიჭება.

 წარმოსადგენი დოკუმენტები:

1) ერთი ფოტო სურათი 3/4;

2) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი (არ არის საჭირო მოქალაქეობის გამონაკლისი წესით მინიჭების შემთხვევაში);

3) ისრაელის მოქალაქის საზღვარგარეთის პასპორტი (ე.წ. დარკონი. დოკუმენტის ორიგინალი და ასლი);

4) სახელის/გვარის შეცვლის შემთხვევაში, სახელის/გვარის შეცვლის მოწმობა, უნდა დამოწმებული იქნეს აპოსტილის წესით, ნათარგმნი ქართულ ენაზე და თარგმანიც დამოწმებულ უნდა იქნეს ასევე აპოსტილის წესით (დოკუმენტის ორიგინალი და ასლი).

  • ცნობა ნასამართლობის შესახებ;

წარმოსადგენი დოკუმენტები:

1)პირადობის ელექტრონული მოწმობის/პასპორტის ასლი.

ცნობა უფასოა.

საელჩოს საბანკო მონაცემები, რომელზედაც უნდა ჩაირიცხოს მომსახურების საფასური:

ბანკი – POALIM

ფილიალი – 170;

ანგარიშის ნომერი – 209700;

მიმღები: საქართველოს საელჩო/Embassy of Georgia.