28 თებერვალს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში, სალომე შაფაქიძე, ვილნიუსში არსებულ უკრაინის ცენტრს ეწვია და ცენტრში მოქმედი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, საელჩოს სახელით საჩუქრები გადასცა.
უკრაინის ცენტრი კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს, რომელიც ქ. ვილნიუსში, 2022 წლიდან ფუნქციონირებს ლიეტუვის პირველი ლედის, დიანა ნაუსედიენეს და ქ. კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის ხელშეწყობით.