თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა Philip C. Jessup-ის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნულ შეჯიბრებაში გაიმარჯვა. Jessup-ის იმიტირებული სასამართლო პროცესი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური იმიტირებული პროცესია, რომელშიც 700-მდე სამართლის სკოლა მონაწილეობს 100-ზე მეტი ქვეყნიდან.
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდის შემადგენლობაში იყვნენ ნიცა სირაძე, გიორგი ლელუაშვილი, მარიამ გეწაძე, რატი აბუსერიძე და თამარ კიკნაძე. გუნდმა მოიპოვა მოპასუხის საუკეთესო მემორანდუმის ჯილდოც, ხოლო ნიცა სირაძე გახდა შეჯიბრების საუკეთესო სპიკერი. სტუდენტებს ხელმძღვანელობდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორები დავით კაპანაძე და თამარ თომაშვილი.
Jessup-ის ეროვნულ შეჯიბრებაში გამარჯვებული გუნდი საერთაშორისო შეჯიბრებაზე გაემგზავრება, რომელიც გაიმართება 8-15 აპრილს ვაშინგტონში, აშშ.