2023 წლის 26 თებერვალს, თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ქართულ-ბერძნული თანამეგობრობის ორგანიზაციამ, სოფელ დაგვაში, ქართველებისა და ბერძნების 2 საუკუნოვანი თანაცხოვრების ამსახველი პრეზენტაცია გამართა.
ორგანიზატორებმა პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმოადგინეს ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ამსახველი ვიდეო მასალა. აღინიშნა, რომ ქართველებსა და ბერძნებს შორის საუკუნეების განმავლობაში არსებული კულტურული და რელიგიური კავშირები უნდა შენარჩუნდეს და განმტკიცდეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი ემიგრანტები და პონტოელი ბერძნები.